15:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 12:29:28, 612 ნახვა

საზოგადოება
თეატრალურის რექტორმა სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა – სტუდენტური მოძრაობა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში რექტორის, გიორგი შალუტაშვილის განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რექტორი პროსტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტური სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილებას აუქმებს.

"გაცნობებთ, რომ რექტორმა გააუქმა ერთიკის კომისიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და მის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - წერილობითი გაფრთხილების თაობაზე". - წერია ბრძანებაში.

13 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაადასტუა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა. 

ცნობისთვის, 9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად  ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. პოლიციამ შენობაში მყოფი 9 სტუდენტი 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტებმა  83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics