17:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 10:47:56, 749 ნახვა

ომი უკრაინაში
დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კალუგის ოლქის გუბერნატორზე, ვლადისლავ შაფშაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად ძერჟინსკის რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტექნიკურ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. საწარმოს ღამის ცვლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო“, - წერს კალუგის გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ექვსი ოლქის ტერიტორიაზე 77 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 კალუგის ოლქში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics