2025-03-12 21:13:25, 760 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეები პერიოდულად საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნს ასრულებენ.
პროტესტის მონაწილეებმა, აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბოქლომი მიიტანეს. ასევე გამოფინეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
შეკრებილები თემურ ქათამაძისა და "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,