02:55 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 14:56:21, 387 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ამერიკული მხარე უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს ამ დღეებში შეგვატყობინებს

ამერიკული მხარე, ამ დღეებში, უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს შეგვატყობინებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ დღეებში ამერიკელებთან კონტაქტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ როგორც გუშინ ჯიდაში ითქვა, სახელმწიფო მდივანი რუბიო და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში უოლცი ამ დღეებში სხვადასხვა არხებით შეგვატყობინებენ მოლაპარაკებების დეტალებსა და მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხში მოვლენებს წინ გაუსწროს.

„თქვენ მოვლენებს ცოტათი წინ უსწრებთ, ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. პირველ რიგში, აშშ-დან ინფორმაცია უნდა მივიღოთ. ჩვენ ჯიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვსწავლობთ და ერთობლივი განცხადების ტექსტს ვეცნობით“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics