16:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 12:59:37, 533 ნახვა

საზოგადოება
გაერო - საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა

ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული და ხარისხიანი მონაცემების გასაუმჯობესებლად და მათზე ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების მიზნით, 11 მარტს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მოსახლეობის განყოფილების უფროსმა ლიზა უორტმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა.

„UNECE-ს კონსულტანტმა თენგიზ ცეკვავამ კი მონაწილეებს გააცნო მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების კვლევის შედეგები, რასაც მოჰყვა მცირე ჯგუფებში აღნიშნული შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვა და ხარისხიანი მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით პრიორიტეტებისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მტკიცებულების ბაზის გაძლიერების მიზნით, მოსახლეობის დაბერების სახელმწიფო პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების განხორციელებისა და მონიტორინგის ფარგლებში.

საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტი ასაკისაა.

მოსახლეობის დაბერება ზემოქმედებს საზოგადოების თითქმის ყველა ასპექტზე და მას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა ეკონომიკაში, შრომის ბაზარსა და სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების შეფასების მიზანია საქართველოში დაბერებასთან დაკავშირებული სტატისტიკისა და ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებისა და აღრიცხვის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics