10:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 15:01:05, 667 ნახვა

მსოფლიო
თანამდებობიდან დროებით გადაყენებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეის პროკურატურამ ქვეყნის იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც გუშინ, სასამართლომ მისი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საოლქო სასამართლოს გამბედაობისა და უკანონობის გამოსწორების მტკიცე გადაწყვეტისთვის“, - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე, ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. სამართალდამცავებმა იოლი 15 იანვარს დააკავეს. გათავისუფლების მიუხედავად, იოლის უფლებამოსილება კვლავ შეჩერებულია და საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო მისი სასამართლო პროცესი გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics