ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
5 მარტს ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
როგორც “ნიუჰოსპიტალში” განაცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, გუშინ, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა, რომელიც სამ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.