19:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 00:26:42, 1283 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ და უკრაინა დღეს ხელს მოაწერენ მინერალებზე ხელშეკრულებას - Reuters
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინა უკვე ემზადებიან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. ამის შესახებ Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ სურდა გამოეცხადებინა შეთანხმების ხელმოწერა კონგრესში გამოსვლისას უახლოეს საათებში.

თუმცა, წყაროებმა გააფრთხილეს, რომ შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა და სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.

გამოცემა იხსენებს, რომ გარიგება 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის ჩხუბის შემდეგ შეჩერდა.

ამ შეხვედრაზე ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა შეურაცხყოფა მიაყენეს ზელენსკის და განაცხადეს, რომ მან მადლობა უნდა გადაუხადოს შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და არა მეტი დახმარების თხოვნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics