2025-03-04 16:58:37, 931 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის ხიდიდან გადავარდნილ ავტომობილში ერთი ცხედარია ნაპოვნი
მეტეხის ხიდთან, მტკვარში, სადაც ავტომობილი ჩავარდა, 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, როდესაც ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.
ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.
ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,