23:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 19:20:02, 511 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო - ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი

საქართველოს საპატრიარქო, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები.

„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.

ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები... ყველა ცდილობს,  შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.

ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსს“ თანადგომისთვის.“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics