01:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 11:40:38, 352 ნახვა

საზოგადოება
გიორგი სიორიძე - წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში

ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ. ეს სამწუხაროდ იმის ბრალია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გურიაში სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ოზურგეთის ცენტრშიც კატასტროფული მდგომარეობაა.

„წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ მოხდა 40 წლის წინ. ახლა, პარალიზებულია მთელი რეგიონი, სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია. ოზურგეთის ცენტრშიც კატასტროფული მდგომარეობაა. ბაზარიც ჩანგრეულია.

იცით, „ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი შევქმენით, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ. სამწუხაროდ, ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება, ეს უმოქმედობა არის დანაშაულებრივი, რაც პასუხისგების საფუძველია. ცინიკურად ამბობდნენ: „რა სტიქია, თოვლი მოვიდაო“. საბედნიეროდ, ბევრი მოხალისე დაირაზმა და მოემართებიან აქ, მათ შორის მთამსვლელები. ჩვენი საგანგებო შტაბი ყველაფერს აკეთებს კოორდინაციისთვის, კონტაქტი გვაქვს სხვადასხვა ჯგუფთან, მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იქნება ეს პირველადი სამედიცინო დახმარება თუ სხვადასხვა სახის მედიკამენტის, საკვების მიწოდება, ცოცხალი ძალის გაგზავნა რთულ ადგილებში. მადლობა იმ ადამიანებს ვინც სოლიდარობა გამოიჩინეს და გურიისკენ ჩამოდიან, მთელი დღე ვიქნებით მათთან მუდმივ კოორდინაციაში. მოსახლეობას დავეხმარებით პირველადი პრობლემების მოგვარებაში, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რომ გადავარჩინოთ“,-აღნიშნა სიორიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics