|
2025-02-25 17:45:59, 478 ნახვა
საზოგადოება
მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ - 112 რთული მეტეოროლოგიური პირობების შენარჩუნებაზე SMS-ებს აგზავნის
112 მოქალაქეებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის და აფრთხილებს, რომ "დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება". "მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერია SMS-ში. 112-მა აქამდე მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინება 21 თებერვალს გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება". გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, "დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება".
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)