21:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 15:19:28, 1030 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - არავინ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს, შეხედეთ მის ქმედებებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ გასული ღამით, რუსეთმა უკრაინაში რეკორდული რაოდენობის, 267 სასიკვდილო დრონი გაუშვა, რომლის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი აგრესორია და არავინ უნდა ენდოს მის სიტყვებს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთისთვის აგრესორის წოდების თავიდან აცილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის აგრესორია. არავინ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს, ამის ნაცვლად, შეხედეთ მის ქმედებებს“, - წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა 23 თებერვლის ღამეს უკრაინის ტერიტორიას 267 დრონით და 3 ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics