08:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 13:37:47, 383 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთა პანსიონატი „ბარბარე“დახმარებას ითხოვს

პანსიონატი "ბარბარე", რომელიც დაბა ურეკში მდებარეობს, დახმარებას ითხოვს.  პანსიონატის ადმინისტრაცია სოციალურ გვერდზე წერს, რომ უამინდობის და დიდთოვლობის გამო შშმ პირები ოთხაში არიან ჩაკეტილები და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, უკვე მეორე დღეა პანსიონატს დენი არ მიეწოდება და 24 ბენეფიციარს ყინვაში უწევს ყოფნა.

„მეორე დღეა ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia ოცდაოთხი შშმ პირი იყინება. არ არის დენი და ვერაფრით ვათბობთ ჩვენს ბენეფიციარებს.

ყოველ დარეკვაზე თქვენი ოპერატორები გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეორე დღეა ასე გვატყუებენ და ამასობაში გაგვეყინა ოცდაოთხი შშმ პირი.

მოწყვლადი ჯგუფია, ვერ გაუძლებენ ამდენი დღე სიცივეს. საშინელ დღეში არიან!!! გაყინულები არიან!!!

ლოკაცია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაბა ურეკი. სანაპიროს N 37

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall სასწრაფოდ ვითხოვთ დახმარებას. სახლის სახურავების ჩალეწვის საშიშროებაა. ვერ გაუძლებს თოვლის ამ დონის დატვირთვას და დადგება გამოუსწორებელი შედეგი. ჩაგვეხოცება 24 შშმ პირი...

უკვე მერამდენედ ვრეკავთ 112 ში და აგზავნიან საპატრულო პოლიციას. ხალხნო, საპატრულომ რა უნდა ქნას? სახურავი სახლის ერთ მხარეს უკვე დეფორმირებულია.

 მაშველები და ტრაქტორი გვჭირდება...

დატრიალდება ტრაგედია. ოთახებში არიან ჩაკეტილი ბენეფიციარები, ვერ გამოდიან გარეთ...

უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, როგორც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ...

მოწყვლად ჯგუფთან გვაქვს საქმე, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება....

ლოკაცია : ოზურგეთის მუნიციპალიტეტის. დაბა ურეკი. სანაპიროს N 37...

#დაბა_ურეკის_გამგებელი #დათო_რობაქიძე სურათებით ხედავთ ხო რა ხდება?“ - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics