08:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 10:52:05, 507 ნახვა

საზოგადოება
უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დროებით შეიზღუდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე კი, არსებული ინფორმაციით ამ მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ88-კმ103  (ლაკბე-ბაკურციხე) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics