2025-02-19 13:14:17, 332 ნახვა
საზოგადოება
სათაფლიას, მარტვილის და ოკაცეს კანიონები უამინდობის გამო დროებით დაიხურა
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლია ორი დღით დაიკეტა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო იტყობინება, მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
"19 და 20 თებერვალს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლია ვიზიტორებს ვერ უმასპინძლებს", - წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,