21:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 17:18:28, 338 ნახვა

სამართალი
მსახიობი ანა ტყებუჩავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

მსახიობი ანი ტყებუჩავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მიიღო.

ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შსს-ს წარმომადგენელი სასამართლო განხილვების დროს განმარტავდა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, თუ როგორ იდგა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე და გზას როგორ კეტავდა. უწყების იურისტი მსახიობის სამართადამრვევად ცნობას ითხოვდა.

ანი ტყებუჩავას განმარტებით კი, მას გზა არ გადაუკეტავს. ის რუსთაველის გამზირზე იმ დროს მივიდა, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო. მისივე თქმით, ვიდეომასალა არსებობს, სადაც ჩანს, რომ გზა მისი აქციაზე მისვლამდე 15-20 წუთით ადრე გადაიკეტა.

მსახიობის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მათ მოწოდებას დაემორჩილებოდა.

ტყებუჩავას ადვოკატი ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა.

ცნობისთვის, ანი ტყებუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics