|
2025-02-15 11:49:11, 402 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ასამბლეა მედიის უფლებადამცველ ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავს
საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა მედიის უფლებადამცველ ორგანოებს განცხადებით მიმართავს. როგორც ასამბლეის განცხადებაშია აღნიშნული, რეჟიმი "რეპრესიული კანონებით და ძალის გამოყენებით მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და მიმდინარე პროტესტი" "დღეს საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია - დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებითა და ზღვარგადასული ძალის გამოყენებით მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და მიმდინარე მასობრივი პროტესტი, რომელიც გამოიწვია რეჟიმის მიერ ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევამ - სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის სასამართლო იქცა პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად. დღეს საქართევლოში 2 ჟურნალისტია პოლიტიკური მოტივით დაკავებული - მათ დაკავებისთანავე პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. საქართველოს მოქალაქე, ონლაინგამოცემების ბათუმელები / ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე 30 დღეზე მეტია შიმშილობს, ხოლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა azel.tv-ს მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი 140 დღეზე მეტია. ის 2 თებერვლიდან მიმართავს მშრალ შიმშილობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ რეპრესიების სხვადასხვა ფორმა გამოიყენება, მაგალითად უცხოური გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებისას სამ მედია საშუალებას მოუწია საქმიანობის შეჩერება. ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლობის წამყვანს, ვასილ ივანოვ ჩიქოვანს შეჩერებული აქვს დროებით საქმიანობა. ჩვენ მოგიწოდებთ მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მისცეთ მკაფიო შეფასება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული კანონდარღვევას და მიზანმიმართულ დევნას. გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური საშუალება პოლიტიკური მოტივით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისა და აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეების გამოძიების მიზნით და ამ გზით გამოხატოთ სოლიდარობა კოლეგების მიმართ". - წერია საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის განცხადებაში.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)