10:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 11:41:13, 707 ნახვა

ომი უკრაინაში
კაია კალასი - უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა, ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინას შეეხება, ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს.

„უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა. ახლა ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემა უნდა იყოს. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“, – დაწერა კალასმა.

მან აგრეთვე გააზიარა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადების ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამერიკელებთან ერთად სურთ უკრაინაზე მოლაპარაკებების წარმოება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საუბრების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერება იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics