14:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 22:05:02, 450 ნახვა

სამართალი
ნაცემი ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა

„პუბლიკის” ნაცემი რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა.

საუბარია 29 ნოემბერს [28 ნოემბერის ღამე] განვითარებულ მოვლენებზე – ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა, ნიღბიანებმა დააკავეს და გარკვეული ხნის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით.

შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება - ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. ქეშელაშვილი არ დაეთანხმა პოლიციელთა მიერ შევსებულ დაკავების ოქმს და მაშინვე უარი განაცხადა მასზე ხელმოწერაზე.

მას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მასზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics