|
2025-02-12 10:01:37, 409 ნახვა
საზოგადოება
ინფექციონისტი - სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ცხოველებში, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც
ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ, ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც, - ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. როგორც ბუწაშვილი განმარტავს, ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ავსტრალიამაც. „კოვიდ-პანდემიის შემდეგ ადამიანები მეტად დაინტერესდნენ იმ ინფექციებით, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ ახალი პანდემია. ამის რისკი, ცხადია, მუდმივად არსებობს და შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე ინფექციური აგენტების მონიტორინგი ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თუ სხვა უწყებების მიერ მუდმივად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ბევრი კითხვაა ფრინველის გრიპზე (H5N1), რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და შფოთვა დაკავშირებულია ამ ვირუსით გამოწვეულ მაღალ ლეტალობასთან (შემთხვევების 50%-მდე). შეგახსენებთ, ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ დიდი პანიკა გამოიწვია ჩვენს მოსახლეობაში და ქათმის და კვერცხის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა. მაშინ ამ ვირუსმა, საბედნიეროდ, პანდემია არ გამოიწვია, მაგრამ არ გამქრალა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პერიოდულად ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ფრინველებში და ძალიან იშვიათად ადამიანებშიც. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში შემთხვევების შესახებ. ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც. აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრალიაც. ამ ეტაპზე ფრინველის გრიპი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ არ კვალიფიცირდება, თუმცა აშშ USDA-მ გამოაცხადა H5N1-ის გაძლიერებული მონიტორინგი ფერმებში და ველურ ფრინველებზე, შემთხვევების დროული აღმოჩენის და რეაგირების მიზნით“,- წერს მაია ბუწაშვილი.
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)