|
2025-02-10 16:33:04, 383 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლომჯარია - იმ ვითარებაში, როცა საშუალო ხელფასი 1500 ლარია და სოციალური დახმარება ოჯახზე 270 ლარამდეა, 5 000 - ლარიანი სანქციები აქციაში მონაწილეობის გამო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უტოლდება
იმ ვითარებაში, როდესაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში არის 1500 ლარი და სოციალური დახმარება ოჯახზე 270 ლარამდეა, 5 000 - ლარიანი სანქციების გამოყენება აქციაში მონაწილეობის გამო, ეს უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესებს არაფერი არ აქვთ საერთო სამართლიან სასამართლოსთან. „ამ პროცესებს არაფერი აქვთ საერთო სამართლიან სასამართლოსთან, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სასამართლოები ეყრდნობიან მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას და უგულებელყოფენ, მათ შორის წარდგენილ სხვა ტიპის მტკიცებულებებს, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერებს და ა.შ. ეს პოლიციელები არიან ცრუ მოწმეები იმიტომ, რომ რეალურად ისინი არ არიან ის პოლიციელები, რომლებმაც დააკავეს მოქალაქეები და ამაზე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს. ასევე, მინდა შევეხო განსაკუთრებით 5 000 - ლარიანი ჯარიმების გამოყენებას. იმ ვითარებაში, როდესაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში არის 1500 ლარი და სოციალური დახმარება ოჯახზე 270 ლარამდეა, 5 000 - ლარიანი სანქციების გამოყენება აქციაში მონაწილეობის გამო, ეს უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს არ არის ჩვენი სიტყვები, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი. ამასთან, ოთხჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის დღეების რაოდენობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერს არაფერი არ აქვს საერთო არც სამართალთან და არც სამართლიანობასთან, არამედ ეს არის რეპრესიული, დრაკონული კანონები, რომელიც მიმართულია გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლების საერთოდ ამ ქვეყანაში გაუქმებასთან“, - განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ ამ დრომდე, არცერთი პოლიციელის მიერ არასათანადო მოპყრობის გამო, მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)