|
2025-02-10 16:21:54, 447 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2% - კაცი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი - კაცი. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პენსიის მიმღებთა 30.5 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი - იმერეთში, 10.3 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.6 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია. „სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.3 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს - ომის მონაწილეები, 11.3 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5 პროცენტი თბილისშია, 15.9 პროცენტი იმერეთში, 12.1 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.4 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1 პროცენტია. 2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 128.6 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)