2025-02-10 16:16:52, 356 ნახვა
საზოგადოება
დავით კეზერაშვილი „ფორმულის“ 26%-იან წილს თმობს
ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის“ 26%-ის მფლობელი კომპანიაში საკუთარ წილებს თმობს. განაცხადი საჯარო რეესტრში 7 თებერვალს შევიდა.
დავით კეზერაშვილი მზად არის არხზე საკუთარი წილი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუთმოს ტელეკომპანიის მოქმედ დირექტორსა და 12,5%-იანი წილის მფლობელ ზურაბ გუმბარიძეს. განაცხადი რეესტრში სწორედ მან შეიტანა, თუმცა საქმისწარმოება შეწყდა, რადგან სახელმწიფო უწყებამ მიიჩნია, რომ დოკუმენტები არ იყო „კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული“. არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მედიაჩეკერმა“ გაავრცელა.
„ფორმულის“ მეწილეებს გარიგების დასარეგისტრირებლად რეესტმა 30-დღიანი ვადა მისცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,