01:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 13:59:08, 445 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ტაქსის მძღოლები და კურიერები აქციას მართავენ

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები და კურიერები აქციას მართავენ. ისინი აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობასაც გეგმავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები შემდეგია: „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესება, დაბლოკილი მძღოლების უპირობო აღდგენა, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რეგულაციების დაწესება კომპანიებისათვის ყველა მხარის ჩართულობით, სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა უშუალოდ ტაქსის მძღოლების და კურიერების ჩართულობით, შეკვეთიდან საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი დაწევა კომპანიების მხრიდან“.

„პირველ რიგში, პროტესტის მიზანია კაბალურად გაზრდილი საკომისიო. ძალიან რთულია ქართველი მძღოლებისთვის საქართველოში ყველა შეკვეთიდან 22%-იანი საკომისიო. ასევე, მძღოლების დიდი უმრავლესობა გულისტკივილს გამოთქვამს, არაქართულენოვანი მძღოლების მატებასთან დაკავშირებით. ეს არის მარტივად მოსაგვარებელი, სურვილის შემთხვევაში. უბრალოდ, მგზავრის აპლიკაციაში დაამატონ ფუნქცია - ქართულენოვანი მძღოლის და არაქართულენოვანი მძღოლის, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება აირჩიოს, ვინ მოემსახუროს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება მძღოლების დაბლოკვა. თუ მგზავრი მიაწვდის არასასურველ ინფორმაციას, ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმიტომ, რომ აპრიორი მგზავრი ყოველთვის მართალი ვერ იქნება, ისევე როგორც მძღოლი. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics