08:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 15:55:31, 403 ნახვა

საზოგადოება
მზია ამაღლობელის ადვოკატი - ეს გადასხმები ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი

„მისი პოზიცია არის, სამწუხაროდ, და ეს დღეები მუდმივად ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს.“ - ამის შესახებ, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

 როგორც მწარიაშვილი აღნიშნავს, „ბათუმელების“ და „ნეთ გაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი არის სუსტად, თუმცა მეტყველება არ უჭირს. მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის სურვილია გაძლოს საკუთარ პროცესამდე და თავად დაესწროს 4 მარტს სასამართლოს.

„მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მე ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, სახალხო დამცველის მიერ შერჩეული, მისი მანდატით აღჭურვილი, შესაბამისი პროფილის სპეციალისტები მოინახულებენ. მე რა შემიძლია გითხრათ თვალით – ეს ადამიანი წევს, გადასხმები, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას, ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. მისი პოზიცია არის, სამწუხაროდ, და ეს დღეები მუდმივად ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს, მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად, პროცესი დანიშნულია 4 მარტს.

არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ კლინიკაში კვლევები უტარდება და ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმები, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა. იწვა ამდენი ხნის განმავლობაში, ვიდრე მე იქ ვიყავი, მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ. ცხადია, უფრო სუსტად არის, ვიდრე ბოლოს ვნახე, მაგრამ ეს გადასხმები ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება, პროცესზე თავად დასწრება”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მას დღეს კლინიკა „ვივამედში“ ექიმთა კონსილიუმი მოინახულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics