19:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:32:47, 366 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - მზია ამაღლობელთან ხვალ, შესაძლოა, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევიდეს

მზია ამაღლობელის მდგომარეობა უცვლელია, თავს სტაბილურად გრძნობს. ადვოკატი ვარ, პროფესიონალურად ვერ ვაფასებ, თუმცა პალატაში ჩვეულებრივ დადიოდა, რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 7 თებერვალს „ვივამედში“ მზია ამაღლობელთან, სავარაუდოდ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევა.

„მადლობა გადაუხადა იმ ადამიანს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და ყველას სთხოვა, რომ მის გამო თავგანწირვა არ ღირს. რაც შეეხება „ვივამედში“ დატოვების საკითხს, ბატონ ზურასაც ვესაუბრე და კლინიკამ ითხოვა, კლინიკაში გარკვეული დრო დაეყო, კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ქალბატონი მზია კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არავისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვს. ხვალ, შესაძლოა, შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და უნდა გაირკვეს, რა სახის კვლევები იქნება საჭირო, დანარჩენი ხვალ გაირკვევა. ქალბატონი მზიას მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და, მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.

მისი თქმით, კანონით გაწერილი ინსტრუქციით, ადამიანს როდესაც საკვებს სთავაზობენ და ის უარს ამბობს, საკვები გააქვთ და პაციენტმა ოქმზე უნდა მოაწეროს ხელი.

„მე როდესაც შევედი, მაგიდაზე დატოვებული საკვები დამხვდა. გვითხრეს, როდესაც სანიტარი შემოვა, ის გაიტანსო. წესების დარღვევაა, ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ იარაღად შეგვიძლია განვიხილოთ, წესები დაარღვიეს. გარკვეული გადასხმები გაკეთდა გუშინაც. მხოლოდ და მხოლოდ წყალს იღებს. დაცვის მხარე ექიმების ჯგუფის დაკომპლექტებაში მონაწილეობდა, „საიაც“, ქალბატონი მაიაც და ოჯახიც. შიმშილობის 26-ე დღეა და წონის კლება სახეზეა, თუმცა კონკრეტულ რიცხვებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics