15:44 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 12:51:48, 746 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი „შავი სია“ გააფართოვა.

„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, „შავი სიაში“ შედის 19 პიზიკური და 9 იურიდიული პირი.

აღნიშნულ სიაში აღმოჩნდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამი წარმომადგენელი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე არკადი ბახინი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ანდრეი კარტაპოლოვი.

გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდა მომღერალ და დეპუტატ იოსიფ კაბზონს, დეპუტატ ვალერია რაშკინას, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული რეგიონის  და სახალხო  მოძრაობა „ნოვორასიას“ წარმომადგენლებს.

„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და იქ არსებული საბანკო აქტივები გაეყინათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics