21:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 19:05:56, 467 ნახვა

სამართალი
დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი - ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში

2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს გზაზე გადასვლის უფლება თავად სამართალდამცავებმა მისცეს.

„დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა.“

მისივე თქმით, ადვოკატებს საათ-ნახევარზე მეტია არ ეძლევათ დიმიტრი ბიძინაშვილთან შეხვედრისა და საქმის მასალებთან წვდომის საშუალება.

„დაახლოებით საათნახევარზე მეტია არ გვეძლევა შეხვედრის საშუალება, არ გვეძლევა საქმის მასალებთან წვდომის საშუალება. შესაბამისად ჩემთვის უცნობია რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში. თუმცა ჩვენ, დაცვის მხარეს გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავად პოლიციამ მისცა გზის გადაკვეთის, გზაზე გავლის ნებართვა. ეს გავიდა მათ შორის ტელეეთერებში და ჩვენ ამას დავამატებთ აუცილებლად საქმეზე“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შსს-ს განცხადებით, გამოძიება გრძელდება, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics