2025-02-02 19:28:29, 540 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს
თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
აქციის რამდენიმე მონაწილე, შეხლა-შემოხლის გამო, შეუძლოდ გახდა.
სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, საბოლოოდ, „თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს - ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,