2015-01-07 15:10:19, 523 ნახვა
საზოგადოება
დავით უსუფაშვილმა საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა საზოგადოებას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა.
„ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც თითოეული ჩვენგანისთვის მოაქვს ახალი სიხარული, ახალი იმედები. ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლები ტრადიციულად დღეს ვმონაწილეობთ ძალიან საინტერესო ღონისძიებაში – ალილოში და მცირედი საჩუქრები გადავეცით ალილოს მონაწილეებს. ვისურვებ, რომ სიხარული და ბედნიერება გქონდეთ, ჩვენ კი, ამ ყველაფერს ჩვენი უკეთ საქმიანობით შევეცდებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან