01:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 15:55:24, 384 ნახვა

სამართალი
პროევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

პროევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დაკავებულის შვილი, ბიჭია ლომიძე ამბობს, რომ გლდანის ციხეში მოთავსებულ მამას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. 

"მამაჩემი, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით პირველ დეკემბერს დააკავეს, ეს მუხლი 4-დან 7 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახლა არის ასეთი სურათი:  ცემიდან გამომდინარე, საწოლიდან ვერ დგება. ჩვენ რა დონეზეც ინფორმაცია მოგვაწოდეს, იქაური ექიმი დახმარებას უწევს, თუმცა მედიკამენტებმა შვება ვერ მისცა, პირიქით დაამძიმა. კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება სჭირდება. ორი კვირაა, დამძიმდა და საწოლს არის მიჯაჭვული"- ამბობს პატიმრის შვილი. 

შეგახსენებთ, რომ ლომიძეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics