|
2025-01-29 11:30:59, 412 ნახვა
საზოგადოება
ქართუს დირექტორი ბაჩიაშვილის დედას: თქვენ უნდა გეშინოდეთ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. "მე არაფრის, თქვენ უნდა გეშინოდეთ... რა მუქარა, მე მოწმე ვარ, რისი უნდა მეშინოდეს" - მიმართა ხაინდრავამ გიორგი ბაჩიაშვილის დედას, მარინა რამაზაშვილს სხდომის დაწყებამდე, რომელმაც ჰკითხა - "რისი გეშინია?" რამაზაშვილი ხაინდრავას განცხადებას მუქარად აფასებს, მისი თქმით, დღევანდელი სხდომა დახურეს იმიტომ, რომ ეშინიათ საზოგადოებამ საქმეზე სიმართლე არ გაიგოს. "მე ეს "თქვენ უნდა გეშინოდეთო" გავიგე ისე, თუ განვაზოგადებთ, ვიტყოდი, რომ ყველა ვინც ქართ ბანკში სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, რომ თუ ისინი გახდებიან არასასურველი ამავდროულად მათზე აღიარება სისხლის სამართლის საქმე. რა თქმა უნდა, მუქარად აღვიქვი. ნატოს პროცესიდან გამოგვიყვანეს და დახურეს იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა სიმართლეს". - ამბობს რამაზაშვილი. დღეს ხაინდრავასთან ერთად, ასევე ჩვენებას მისცემს მისი იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)