|
2025-01-28 15:28:10, 315 ნახვა
საზოგადოება
მედიის წარმომადგენლები მორიგ აქციას მართავენ
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით, მედიის წარმომადგენლები მორიგ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ პოსტერები და ბანერები - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლოა სერიოზული საფრთხეები არსებობდეს. აქციის მონაწილეები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს მოუწოდებენ, თავისი ფუნქცია შეასრულოს, გამოიძიოს საჯარო მოხელეების გადაცდომები და მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. ასევე მოითხოვენ, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-17 დღეა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)