14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 08:42:05, 533 ნახვა

საზოგადოება
დღეს, 25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება

25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება.

კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში;

15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან;

16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“;

17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება;

18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება;

19:00 საათზე გაიმართება ფსიქოლოგების მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან;

19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან;

20:30 საათზე - ფასებით უკმაყოფილოთა მარში რესპუბლიკის მოედანზე;

23:00 - იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა „მუსიკალური აქცენტები“.

რაც შეეხება რეგიონებს, დღევანდელი აქციების გეგმა ასეთია:

ახალციხე - 18:00 საათზე - არა რუსულ რეჟიმს! -შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში, 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია - სამშობლოს სამსახურში!;

ზუგდიდში, 18:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია - ბრძოლა გამარჯვებამდე;

თელავში, 15:00 და 18:00 საათამდე, მერიის წინ - უწყვეტი პროტესტი თელავში!;

ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ აქცია სახელწოდებით - კი ევროპას, არა რუსეთს!





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics