15:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 11:23:17, 358 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, მთავრობის სხდომის პარალელურად, მედიის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას, ლოზუნგით - „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს“ მართავენ.

აქციაზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და გათავისუფლების მოთხოვნით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი მთავრობის წევრებისგან მოითხოვენ, რომ საქართველოს პროკურატურამ დააყენოს ახალი შუამდგომლობა - მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა- უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით სახით შეიცვალოს.

ისინი სკანდირებენ - „თავისუფლება მზიას“. ასევე გაშლილი აქვთ ბანერი - „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს“.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ და მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებისკენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics