16:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 22:37:40, 477 ნახვა

სამართალი
ბათუმში აქციის სამ მონაწილეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ერთი 200 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 იანვარს ბათუმში აქციის დროს დაკავებული პირების 3 პირს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.  განიხილება კიდევ ორი აქციაზე დაკავებული პირის საქმე.

პატიმრობა შეეფარდათ მათე ცენტერაძეს, ბათუმელ სტუდენტსა და ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საპროტესტო აქციის მონაწილეს, გოდერძის ფრანგიშვილს და ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს, თემურ ქათამაძეს.

მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. 

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”.

„პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს.

11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. იმავე დღეს დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა, ქალებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics