16:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 01:06:14, 430 ნახვა

სამართალი
შსს-ს ცნობით, ბელიაშვილის ქუჩაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირია დაკავებული

„ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირია დაკავებული, – ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.

რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი.

მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.

„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული - 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, - განაცხადა დგებუაძემ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics