14:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 11:54:00, 407 ნახვა

საზოგადოება
კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო

2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები იყოფა. 

ორივე სამინისტროს წლიური ბიუჯეტი 596 115 000 ლარია, საიდანაც კულტურის მიმართულებით 297 649 500 ლარი დაიხარჯება, სპორტზე კი 298 465 500 ლარი.

სამინისტრორების გაყოფის შემდეგ კულტურის მინისტრი იქნება თინათინ რუხაძე, სპორტის მინისტრი კი მისი ამჟამინდელი მოადგილე შალვა გოგოლაძე.

კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთმანეთისგან გამიჯვნა „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინათ გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე 2024 წლის 18 ოქტომბერს მიაწოდა, როცა დაასახელა კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, თინათინ რუხაძე. მაშინ მის პირველ მოადგილედ დაინიშნა შალვა გოგოლაძე. როგორც მაშინ ითქვა, სწორედ შალვა გოგოლაძე იქნება სპორტის მინისტრი.

მე-11 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა. ოთხივე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ბარიერი გადალახა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. იმავეს ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2021 წლის მარტში გამოეყო. მას შემდე 3,5 წელზე მეტი გავიდა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს ვებსაიტი.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომელიც ყველა სამინისტროს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას „საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესუ­რს­ზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics