12:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 18:26:44, 581 ნახვა

რეგიონი
გორის მოსახლეობას ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი გააცნეს

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადენებლეთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არსებული შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შვილობილი კომპანიის - შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს თანამშრომლების მიერ.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა  შესაძლო სამუშაო ადგილების საკითხი, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება, ვინაიდან პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა  და განვითარების ბანკი. აღნიშნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, აუცილებელია მუდმივ რეჟიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი, მათი ინფორმირება და ჩართულობა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოსთვის პირველი  პროექტია. სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელ. ენერგია კი 88 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. სამშენებლო ეტაპი დაიწყება მიმდინარე წლის მარტის თვეში, ხოლო დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics