03:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 17:38:12, 537 ნახვა

სამართალი
გიორგი ბახუტაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხრიდან. კერძოდ, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და შსს-ს ორი თანამშრომელი, რომელთა თქმითაც, ბახუტაშვილის დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. საკმაოდ გვიან მივედი აქციაზე, უკვე 30 თენდებოდა. პოლიციის მხრიდან არცერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და პოლიციას ვემუდარებოდი, რომ არ დაეკავებინა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო. პოლიციელს არც გზაზე გადავღობივარ, თხოვნით შემოვიფარგლებოდი. ფიზიკურადაც არ შევხებივარ. ამ დროს უკნიდან გავიგე გინება. მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ, ხელკეტი იყო და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვითხოვდი, რომ არ დაეკავებინათ“,- განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა.

შეგახსენებთ, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics