2024-12-22 11:20:00, 551 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზენონი - ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია
ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე ზენონის განცხადებით, ამ ერს „უკადრებელი არ უნდა აკადრო“.
„ეს არის სიკვდილის მტაცებელი ერი!
არ უნდა აკადრო მას უკადრებელი.
ფშაური ნათქვამია: „ძველთაგან მოდის თქმულება მგელი არ იძარცვებისა, რაც არა ჰმოსავ ტანზედა, არც არა გაეხდებისა“.
ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია.
ამ ერის შვილების გულზე სწერია: სიმამაცე და სამშობლოს ერთგულება!“ - წერს მეუფე ზენონი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,