01:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 16:09:29, 292 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს

 საქართველოს თავდაცვის ძალების  ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს  პროფესიული დღე  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

„ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე მათ დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და იუბილე  მიულოცა ასევე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.

ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.  ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „თეთრი გიორგი“ და საშტატო იარაღებითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლით დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.  გვარდია იყო პირველი  სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც  შემდგომში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.  დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანას თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება, საბრძოლო ოპერაციებისას   მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, საომარი და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics