13:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 16:42:22, 390 ნახვა

საზოგადოება
„ახალი თეატრის“ თანამშრომლები გენერალურ პროკურორს მიმართავენ, რომ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე იშუამდგომლოს

გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე,- ასე მიმართავენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს.

განცხადებას, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა, თან ახლავს თეატრის ყველა - 171 თანამშრომლის ხელმოწერა.

"ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ ,იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.

განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 171 ხელმოწერა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics