13:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 15:10:20, 374 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს, სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე დღეს, სადღესასწაულო ღონისძიების გარეშე აინთება.

როგორც კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღესვე ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციებიც.

„როგორც მოგეხსენებათ, ტრადიციულად, დეკემბერის დასაწყისში თბილისში ვრთავთ ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთება მთავარი ნაძვის ხე. ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას.

თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება - ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“,- განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics