22:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 20:19:08, 454 ნახვა

საზოგადოება
„ბარამბო“ სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 20 000 ლარს გადასცემს

"ბარამბო" მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას! ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს,- აღნიშნულ განცხადებას კომპანია „ბარამბო“ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ბარამბო" სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 20,000 ლარს გადასცემს.

"ბარამბო" მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას! ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოქალაქეებს და 20,000 ლარს გადავცემთ სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, რაც გულისხმობს მკურნალობის, ჯარიმების და სხვა სახის ფინანსური ხარჯის ანაზღაურებას.

გვჯერა, რომ სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის თანადგომაა. აქციის მონაწილეებისთვის ჩვენი კარი კვლავ ღიაა - გიმასპინძლებთ მელიქიშვილის 11 ნომერში მდებარე "ბარამბოს" ობიექტში, სადაც უსასყიდლოდ დაგხვდებათ ცხელი სასმელი და ტკბილეული“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics