09:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 16:07:54, 460 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

2024 წელს გლდანის რაიონში 7 მრავალფუნქციური სკვერი და 5 სპორტული მოედანი მოეწყო,- ამის შესახებ რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 5 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 20 მისამართზე კი - რეაბილიტირდა.

„მიმდინარე წელს გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 25  მისამართზე მოეწყო; რაიონს 7 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 87 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 4  მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის  და კიბე-პანდუსის მოწყობა 7 მისამართზე დასრულდა; 44 მისამართზე ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 5 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 20 მისამართზე კი - რეაბილიტირდა“,- აღნიშნა ბესიკ კალაძემ.

ამასთან, გამგებლის ინფორმაციით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის 20 აივნის გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ლიფტისა და ელექტრო პანდუსის მოწყობის სამუშაოები კი  4 მისამართზე ჩატარდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს  237  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის,  სახურავი და წყალსაწრეტი მილები 90  მისამართზე  შეიცვალა; 44 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 7 ღონისძიება ჩაატარა.  

პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics