|
2024-12-07 23:21:22, 3080 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ფაქტზე გამოძება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება." - ნათქვამია განცხადებაში. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მას და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავს შავფორმიანები პირდაპირ ეთერში დაესხნენ: ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)