06:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 14:44:06, 498 ნახვა

საზოგადოება
ქალი, რომელიც, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ქალი, რომელიც, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა,- ამის შესახებ განცხადებას „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული, ირკვევა, რომ მანქანაში იმყოფებოდა ასევე გარდაცვლილის დედაც, რომლის გადასარჩენად ამ წუთებში ექიმები იბრძვიან.

„ოჯახის თხოვნით, შევასწორეთ ტექსტი:

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს,  გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. 

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. 

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics