10:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 13:53:45, 615 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარ სერჟანტს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი იმყოფება.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავარ სერჟანტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.

„აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტის ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. მას თან ახლავს ჩვენი მთავარი სერჟანტი, რომელიც ეცდება აჩვენოს ის საუკეთესო, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. პროფესიული სერჟანტთა სკოლის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ვიზიტები გაიზრდება და მათი მიზანი იქნება არა მხოლოდ რჩევის მიცემა და დახმარების აღმოჩენა, არამედ გამოცდილების გაზიარებაც,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

დღის განმავლობაში შერილ ლაიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტ ბესო ხატიაშვილთან ერთად OCC ბატალიონის წვრთნას დაესწრება და სერჟანტთა მომზადების ცენტრს მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ქართველი სერჟანტების მომზადების პროცესს გაეცნობა და არსებული ვითარების შესახებ ევროპული სარდლობის გენერალს მოხსენებას წარუდგენს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics